საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში, შეხვედრებს განაგრძობს. ილია დარჩიაშვილმა შეხვედრები გამართა ფინეთის, კვიპროსის, სეიშელის, პალაუსა და განას საგარეო საქმეთა მინისტრებთან.
მინისტრებმა მიმოიხილეს ქვეყნებს შორის ურთიერთობების მიმდინარეობა და საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობის საკითხები.
კვიპროსელმა კოლეგამ შეხვედრისას ხაზი გაუსვა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგს. განასთან კი ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს.