06 ოქტომბერი 2024,   23:24
ვრცლად
ჯანდაცვის მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში შეხვედრებში მონაწილეობას განაგრძობს

ჯანდაცვის მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში შეხვედრებში მონაწილეობას განაგრძობს. ზურაბ აზარაშვილმა ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მნიშვნელობასა და შედეგებზე ისაუბრა.

მინისტრის განმარტებით, სახელმწიფო პროგრამა მოსახლეობის 95%-ზე მეტს ფარავს, რამაც მოქალაქეების ჯიბიდან გადახდების არსებითი შემცირება გამოიწვია. სიტყვით გამოსვლისას, ზურაბ აზარაშვილმა აქცენტები 2022 წელს მიღებულ, ჯანმრთელობის დაცვის ეროვნულ სტრატეგიაზე გააკეთა.

"პანდემიის გამოცდილებიდან გამომდინარე, 2022 წელს, მთავრობამ დააინიციირა რეფორმების პაკეტი, რათა დაჩქარდეს პაციენტზე ორიენტირებული ჯანდაცვის მოდელის ჩამოყალიბება. ეს მოდელი იქნება ყოვლისმომცველი და სრულად დააკმაყოფილებს მოსახლეობის ჯანმრთელობის საჭიროებებს.

მიმდინარე რეფორმები მიზნად ისახავს პირველადი ჯანდაცვის გაძლიერებას, საავადმყოფოებთან ანგარიშსწორების ახალი მექანიზმების დანერგვას, ციფრული ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემის ჩამოყალიბებას და ესენციურ მედიკამენტებზე ფასების რეგულირებას. ბოლო 2 წლის განმავლობაში, სახელმწიფომ, არსებითად გაზარდა ასიგნებები ონკოლოგიური და სხვა ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის ახალი მედიკამენტების უზრუნველსაყოფად. გაფართოვდა იშვიათი დაავადების პროგრამა, რათა შესაბამისი საჭიროების მქონე პაციენტები უზრუნველყოფილი იყვნენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისებით,” - აცხადებს ზურაბ აზარაშვილი.

დღის ამბები