21 სექტემბერი 2024,   23:42
ვრცლად
სავალუტო ფონდთან პროგრამა დროებით შეჩერებულია, ჩვენ ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე პროგრამის განახლება შესაძლებელი იქნება - გიორგი კაკაურიძე

საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, საპარლამენტო მდივანი გიორგი კაკაურიძე ადასტურებს, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა შეჩერებულია.

მისივე თქმით, პროგრამის დროებით შეჩერების მიზეზია ეროვნულ ბანკთან დაკავშირებული საკუთხები, მათ შორის, ბორდის ფუნქციონირების საკითხი.

"სავალუტო ფონდთან პროგრამა დროებით შეჩერებულია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე პროგრამის განახლება შესაძლებელი იქნება. პროგრამის განახლებისთვის ჩვენ, ალბათ, უნდა დაველოდოთ ტექნიკურ მისიას, რომელიც ჩამოსულია ეროვნული ბანკის მმართველი საბჭოს საკითხებზე, როგორ უნდა იყოს მოწყობილი ეროვნული ბანკის საბჭო. მათი რეკომენდაციები იქნება განსახილველი და ამის შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ პროგრამის განახლებაზე.  პროგრამის დროებით შეჩერების მიზეზია ეროვნულ ბანკთან დაკავშირებული საკუთხები, მათ შორის, ბორდის ფუნქციონირების საკითხი,"- აცხადებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, საპარლამენტო მდივანი გიორგი კაკაურიძე.

დღის ამბები