საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ისრაელის წინააღმდეგ ტერორისტულ თავდასხმებს გმობს.
მაკრონი სოლიდარობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს.
„კატეგორიულად ვგმობ ტერორისტულ თავდასხმებს, რომელიც ამჟამად ისრაელის წინააღმდეგ ხორციელდება. სრულ სოლიდარობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს“, – წერს მაკრონი.
ცნობისთვის, ღაზას სექტორში მოქმედმა ტერორისტულმა დაჯგუფებებმა ისრაელის სამხრეთით მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო იერიშები წამოიწყეს. დაღუპულია ერთი და დაშავებულია ისრაელის სამი მოქალაქე.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „ჰამასმა“ აიღო. სარაკეტო იერიშამდე ისრაელის ტერიტორიაზე პალესტინელი მებრძოლების რამდენიმეწევრიანი ჯგუფიც შევიდა.