06 ოქტომბერი 2024,   20:09
ვრცლად
"ფანჯრიდან გახედვისაც გვეშინია...ისინი მშვიდობიან მოსახლეობას ესვრიან" - რას ყვება "კურიერთან" ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქე

ისრაელში მცხოვრები ქართველები თავშესაფრებში არიან. ისინი "კურიერთან" აცხადებენ, რომ გასული მძიმე ღამის მიუხედავად , მათი უსაფრთხოება დაცული იყო. ჰამასის მიერ განხორციელებულ თავდასხმას ისრაელში მცხოვრები ქართველები უპრეცედენტოდ მასშტაბურს უწოდებენ.

"გვირჩევენ სახლში დარჩენას. უსაფრთხოების ზომები დაცულია, გვაქვს თავშესაფრები და სირენის დროს ჩავდივართ თავშესაფრებში. ფანჯრიდან გახედვისაც გვეშინია, რადგან გვეუბნებიან, რომ ისინი მშვიდობიან მოსახლეობას ესვრიან და მოსახლეობა ცდილობს დარჩეს სახლში და არ იყვნენ ქუჩებში გაფანტულები", - განაცხადა ისრაელში მყოფმა საქართველოს მოქალაქემ.

დღის ამბები