06 ოქტომბერი 2024,   20:01
ვრცლად
ვიწყებთ ხანგრძლივ და რთულ ომს, რომელიც "ჰამასის“ სასტიკმა თავდასხმამ გვაიძულა - ბენიამინ ნეთანიაჰუ

საერთაშორისო საზოგადოების ნაწილი, ისრაელს მხარდაჭერას უცხადებს და აღიარებს მის უფლებას დაიცვას საკუთარი მიწა და მოსახლეობა. "ამერიკის შეერთებული შტატები, ისრაელის გვერდით დგას და ამ საქმეში არ გიმტყუნებთ" - აღნიშნავს ჯო ბაიდენი.

ისრაელის მხარდაჭერას აფიქსირებს ევროპაც. სახელმწიფოთა ნაწილი, მათ შორის, ჩინეთი და თურქეთი, მხარეებს მოუწოდებენ თავი შეიკავონ ესკალაციისგან, შუამავლობას ცდილობს ეგვიპტეც . თავად ახლო აღმოსავლეთში კი, პოზიციები ორადაა გაყოფილი.

საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების მიუხედავად, ჩანს რომ მხარეები უკან დახევას არ აპირებენ, ამას ისრაელის პრემიერ მინისტრის განცხადებაც ადასტურებს, რომელიც ხანგრძლივი ომისთვის ემზადება.

"ვიწყებთ ხანგრძლივ და რთულ ომს, რომელიც "ჰამასის“ სასტიკმა თავდასხმამ გვაიძულა.მისი პირველი ეტაპი რამდენიმე საათში, ისრაელის ტერიტორიაზე შემოჭრილი მტრის განადგურებით დასრულდება.ამავდროულად, დავიწყეთ შეტევითი ოპერაციები,რომელიც გაგრძელდება დათქმისა და შესვენების გარეშე, მიზნების მიღწევამდე ისრაელის თავდაცვის ძალები მთელ ძალას გამოიყენებენ "ჰამასის“ გასანადგურებლად - გავიმარჯვებთ, მაგრამ ფასი მძიმე იქნება. "ჰამასს“ სურს ყველა ჩვენგანის დახოცვა, კლავენ ბავშვებსა და დედებს,გვივარდებიან სახლებში. ის, რაც მოხდა, არასოდეს მინახავს ისრაელში და უზრუნველვყოფ, რომ ეს აღარასოდეს განმეორდეს.მოვუწოდებ ღაზას მაცხოვრებლებს, ახლავე გაეცალონ ტერიტორიას, რადგან ჩვენ ვიმოქმედებთ ყველგან მთელი ძალით. ისრაელი მიაღწევს ყველგან, სადაც "ჰამასი" იმალება. ძლიერ ვიძიებთ შურს ამ შავი დღისთვის. აქვე ვიტყვი,რომ "ჰამასი" პასუხისმგებელია თითოეული ტყვის ჯანმრთელობაზე,ისრაელი გაუსწორდება ყველას, ვინც მათი თავებიდან ერთ თმის ღერსაც კი ჩამოაგდებს", - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

დღის ამბები