06 ოქტომბერი 2024,   20:42
ვრცლად
ისრაელის სამხედრო-პოლიტიკურმა კაბინეტმა ომი ოფიციალურად გამოაცხადა

ისრაელის სამხედრო-პოლიტიკურმა კაბინეტმა, ძირითადი კანონის "40-ე მუხლის“ შემოღებას დაუჭირა მხარი, რაც ომის ოფიციალურ გამოცხადებას ნიშნავს. გადაწყვეტილება გუშინ ღამით იქნა მიღებული. ამის შესახებ, ინფორმაცია ისრაელის პრემიერ - მინისტრის X-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

"ვიწყებთ ხანგრძლივ და რთულ ომს, რომელიც "ჰამასის“ სასტიკმა თავდასხმამ გვაიძულა.მისი პირველი ეტაპი რამდენიმე საათში, ისრაელის ტერიტორიაზე შემოჭრილი მტრის განადგურებით დასრულდება", - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ დღეს განაცხადა.

ცნობისთვის, ისრაელზე შეტევა პალესტინის მხრიდან 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათიდან დაიწყო. "ჰამასმა", თავდასხმის პირველ დღეს, ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 5000 რაკეტა ისროლა. ამასთან, მებრძოლები ისრაელის ტერიტორიაზე ხმელეთიდან და ზღვიდანაც შეიჭრნენ. 

 

დღის ამბები