06 ოქტომბერი 2024,   20:37
ვრცლად
მსოფლიოში ცნობილი ნახატები და მხატვრობაში გამოსახული მნიშვნელოვანი მოვლენები - ბენქსის ძვირადღირებული ნახატები

მთელს მსოფლიოში ცნობილი ნახატები და მხატვრობაში გამოსახული მნიშვნელოვანი მოვლენები. პარტიზანი მხატვარი და ურბანული არტისტი მეტსახელად ბენქსი, მსოფლიოში მომხდარ ყველა მნიშვნელოვან მოვლენას ქუჩის მხატვრობით ეხმიანება, განსაკუთრებით კი ომებს. შესაბამისად, მისი გრაფიტების ნახვა შესაძლებელია როგორც ღაზის სექტორში, ისე უკრაინაში. ის ასევე ცნობილია როგორც მხატვარი, რომელმაც საკუთარი ნამუშევარი გაანადგურა.

მყიდველს, რომელმაც მილიონ 400 000 ფუნტი სტერლინგი გადაიხადა, რამდენიმე წუთში ნახატი აღარ ჰქონდა.

ბრიტანელმა არტისტმა ჩარჩოში ქაღალდის გამანადგურებელი იგივე შრედერი მოათავსა და ტილო დაანაწევრა. ხელოვანების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს იყო ბენქსის პროტესტი იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მილიონებს იხდიან ნახატებში.

უცნაური ბრიტანელი გენიოსის შედევრების ნახვის საშუალება დამთვალიერებელს მალე თბილისში, სახვითი ხელოვნების მუზეუმში შეეძლება.

 

დღის ამბები