19 სექტემბერი 2024,   20:18
ვრცლად
14 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული პირი დაკავებულია

ძებნილი, რომელსაც 14 წლის გოგონას მკვლელობაში ედება ბრალი, დაკავებულია.

გამოძიების ინფორმაციით, მკვლელობა 27 წლის მამაკაცმა რამდენიმე დღის წინ ჩაიდინა და მას შემდეგ მიმალვაში იყო.

მას ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონო ტარებაში ადანაშაულებენ.

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მამაკაცს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

დღის ამბები