თეა წულუკიანი ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დუშეთის, ბორჯომისა და ახალციხის სალოტბარო სკოლებს ესტუმრა. კულტურის მინისტრი სკოლების საქმიანობასა და საჭიროებებს გაეცნო. თეა წულუკიანი შეხვდა ლოტბარებს.
დუშეთის სალოტბარო სკოლა 2015 წელს დაფუძნდა. დღევანდელი მდგომარეობით, იქ 27 მოსწავლეა რეგისტრირებული.