06 ოქტომბერი 2024,   21:37
ვრცლად
ღვინის დღეების მასპინძელი ზუგდიდის ბოტანიკური ბაღია - ფესტივალს დღეს იტალიელი მომღერლის, კიარა ჩიველოს კონცერტი დაასრულებს

ღვინის დღეები დღეს სამეგრელოში დასრულდება. ფესტივალის მასპინძელი ზუგდიდის ბოტანიკური ბაღია, სადაც სპეციალურად მოწყობილ სივრცეში სტუმრებს საშუალება ექნებათ, დააგემოვნონ ღვინო და გაიგონ მეტი ღვინის დაყენების შესახებ.

ღონისძიების ფარგლებში, რომელიც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება, მოწყობილია სხვადასხვა, მათ შორის ბავშვთა გასართობი და გასტრონომიული კუთხეები.

ღვინის დღეები ზუგდიდში ევროპულად დასრულდება. სპეციალურად ამ დღისთვის, საქართველოს იტალიელი მომღერალი კიარა ჩიველო ესტუმრა.

დღის ამბები