06 ოქტომბერი 2024,   20:05
ვრცლად
ღაზაში მდებარე ჰოსპიტალში აფეთქება ჯიჰადისტების რაკეტების წარუმატებელმა გასროლამ გამოიწვია - IDF 

საავადმყოფოში აფეთქება ჯიჰადისტების რაკეტებმა გამოიწვია - ამის შესახებ განცხადება ისრაელის თავდაცვის ძალებმა Twitter-ზე გამოაქვეყნეს. IDF-ის ინფორმაციით, ღაზის სექტორში ალ აჰლის ჰოსპიტალში აფეთქება თავდასხმა პალესტინელი ბოევიკების მიერ განხორციელებული წარუმატებელი სარაკეტო სროლის შედეგია. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

"IDF-ის ოპერატიული სისტემების ანალიზი მიუთითებს იმაზე, რომ ტერორისტებმა ღაზაში რაკეტები გაისროლეს, რომელიც გადიოდა ღაზაში ალ აჰლის საავადმყოფოს სიახლოვეს. ჩვენს ხელთ აფრსებული დაზვერვის მრავალი წყარო მიუთითებს, რომ ღაზაში მდებარე ჰოსპიტალში წარუმატებელი გასროლის შედეგად ჩავარდნილ რაკეტაზე ისლამური ჯიჰადია პასუხისმგებელი" - აღნიშნავს ისრაელის მხარე. 

დღის ამბები