18 აგვისტო 2026,   19:32
ვრცლად
საქართველოს განათლების მინისტრმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლების მინისტრმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან შეხვედრა გამართა.

ისაუბრეს საუნივერსიტეტო სიახლეებსა და უმაღლესი განათლების მიმართულებით განსახორციელებელ ინიციატივებზე. განიხილეს არსებული გამოწვევები და მათი დაძლევის გზები.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ადამიანური კაპიტალის განვითარების ხელშეწყობაზე და აღნიშნა, რომ ამ მიზნით სამინისტრო, კერძო სექტორის ჩართულობით, აქტიურად განაგრძობს მუშაობას სხვადასხვა მიმართულებით.

"გავმართეთ შეხვედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან, სადაც მონაწილეობდა ყველა ფაკულტეტის აკადემიური საბჭო, დეკანები, ასევე სენატის და აკადემიური საბჭოს წარმომადგენლები. გავაცანით მათ ის მიმდინარე ხედვები, რეფორმები, რომლებიც ახლა სამინისტროში მუშავდება უმაღლესი განათლების და მეცნიერების მიმართულებით," - აცხადებს განათლების და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი.

დღის ამბები