სამტრედიაში ე.წ. კრიმინალური "ავტორიტეტი" კობა მეფარიშვილი მოკლეს. მას "ყრუს" მეტსახელით იცნობდნენ.
"კურიერის" ინფორმაციით, მეფარიშვილის სახელი წარსულში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას უკავშირდება. არ გამორიცხავენ, რომ მკვლელობა შურისძიების მოტივით მოხდა.
ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.