06 ოქტომბერი 2024,   20:09
ვრცლად
"ჰამასმა" კიდევ 2 მძევალი გაათავისუფლა - CNN

კატარისა და ეგვიპტის შუამავლობის შედეგად, "ჰამასის" პატიმრობიდან კიდევ ორი ​​მძევალი გაათავისუფლეს. ინფორმაციას CNN ისრაელის მხრიდან საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. 

როგორც მედია ერთ-ერთ წყაროზე დაყრდნობით აღნიშნავს, ამ ეტაპზე გათავისუფლებული მძევლები ისრაელის მოქალაქეები არიან, იმავე წყაროს ინფორმაციით, ორივე ქალია და ისინი წითელი ჯვრის წარმომადგენლებს გადაეცათ. თუმცა აღნიშნულ ინფორმაციას CNN-ს ისრაელის პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლობა ოფიციალურად არ უდასტურებს და მათი მხრიდან კომენტარი არ კეთდება. 

დღის ამბები