21 დეკემბერი 2024,   16:27
ვრცლად
"პროტესტი და წინააღმდეგობა საქართველოში" - აღნიშნულ თემაზე დისკუსიას თბილისში "ინდიგო" და ფრიდირიხ ებერტის ფონდი გეგმავენ

"პროტესტი და წინააღმდეგობა საქართველოში" - 31 ოქტომბერს აღნიშნულ თემაზე თბილისში დისკუსიაა დაგეგმილი. ორგანიზატორი "ინდიგო" და ფრიდირიხ ებერტის ფონდია. მმართველი გუნდის შეფასებით, ეს არის რევოლუციის სცენარის და კანვასის ტრეინინგების გაგრძელება, რომელშიც ამჯერად, ფრიდირიხ ებერტის ფონდი ჩაერთო.

გავრცელებულ რელიზში წერია, რომ დისკუსიის თემა პროტესტი და წინააღმდეგობაში ყოფნის გაკვეთილებია. 

ჟურნალ "ინდიგოს" აღმასრულებელი დირექტორის, ნატა ძველიშვილის თქმით, რომელი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი დაესწრება ღონისძიებას, არ იცის. 

"ჩვენი ახალი ნომერი ეძღვნება პროტესტებს, მე-20, 21-ე საუკუნეში რა პროტესტებიც ყოფილა საქართველოში, ეს არის გაანალიზებული სხვადასხვა კუთხით. ამ თემებზე წარვადგენთ ამ ჟურნალს, ეს არის სულ.

საჯარო ივენთი დავდეთ, პირადი მოწვევით ამ წუთას განსაკუთრებულად არავინ მოგვიწვევია, ჩვენი მიზანი იყო, რომ შეგვესწავლა წინააღმდეგობის მოძრაობები მრავალი კუთხით, ეს არის კვლევა, ანალიზი ამ პროცესების," - ამბობს ნატა ძველიშვილი.

დღის ამბები