გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 ოქტომბერს „ენერგო-პრო ჯორჯიას” ქსელში ჩართული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ.
ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
„თბილისში - 11:00-დან 18:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით დიღმისა და გლდანის დასახლებების ნაწილს. ასევე სოფლებს: დიღომს, თხინვალას, ქვემო ლისსა და მიმდებარე ტერიტორიების ნაწილს.
აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.