გვაქვს განახლებული ინფორმაცია რუსეთის მიერ მასშტაბური დარტყმისთვის მზადების შესახებ - ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყნის საჰაერო ძალები საპასუხო ქმედებებისთვის მზად არიან, თუმცა ბევრი რამ პარტნიორების მხრიდან სამხედრო მხარდაჭერის პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული:
"გთხოვთ, გაუფრთხილდეთ საკუთარ თავს და რეაგირება მოახდინოთ სარაკეტო საფრთხის შესახებ გაფრთხილებებზე.
უკრაინის შესაბამისი სამსახურები და ჩვენი საჰაერო ძალები მზად არიან საპასუხო ქმედებებისთვის - რამდენადაც ამის საშუალებას ჩვენი თავდაცვის სისტემა იძლევა. ბევრი რამ არის დამოკიდებული ჩვენს პარტნიორებზე, მსოფლიოს ყველა იმ ქვეყანაზე, რომელსაც გააჩნია ჩვენთვის საჭირო თავდაცვითი შესაძლებლობები და შეუძლია მათი მოწოდება. უმნიშვნელოვანესია, არსებობდეს ამის პოლიტიკური ნება - განსაკუთრებით შეერთებულ შტატებსა და ევროპაში,"- აცხადებს ზელენსკი.