06 ოქტომბერი 2026,   21:18
ვრცლად
რუსთავის არტ-პავილიონის გაიხსნა

რუსთავში ძველი, უფუნქციოდ დარჩენილი კულტურის სახლის ადგილზე, არტ-პავილიონის ახალი, თანამედროვე შენობა აშენდა.

კულტურის სახლის სრული რესტავრაცია-მოდერნიზაციის იდეა, რუსთავის მერს ნინო ლაცაბიძეს ეკუთვნის, რომელსაც ფინანსური დახმარება რეგიონული განვითარების ფონდმა გაუწია და ახალი არტ-პავილიონის შესაქმნელად თითქმის 12 მილიონი ლარი დახარჯა.

კულტურის ახალ სახლს, რომელიც ძველის ზუსტი არქიტექტურული ავთენტურობით აშენდა, ახლა 230 მაყურებელზე გათვლილი დარბაზი აქვს რომელიც სრულადაა აღჭურვილი გახმოვანებისა და განათების თანამედროვე სისტემებით, ორ სართულიან შენობაში ხელოვნების სხვადასხვა მიმდინარეობებისთვის განთავსებულია სარეპეტიციო ოთახებიც.

არტ-პავილიონის ახალი შენობა პრემიერ-მინისტრმა გახსნა.

1948 წელს აშენებული კულტურის სახლი ათეულობით წელი რუსთაველების კულტურული ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. სწორედ აქ გადიოდა თავის პირველ რეპეტიციებს ლეგენდარული ანსამბლი "სალხინო", რომელიც შემდეგ ანსამბლ "რუსთავად" იქცა, ამავე შენობაში მართავდა რეპეტიციებს იმ პერიოდის ქართული და საბჭოთა ანდერგრაუნდის ერთ-ერთი პიონერი, ანსამბლი "ბერმუხა".

დღის ამბები