06 ოქტომბერი 2024,   20:48
ვრცლად
ღაზის სექტორის დაბომბვა ინტენსიურად გრძელდება - ომის მე-19 დღე ახლო აღმოსავლეთში

ომის მე-19 დღე ახლო აღმოსავლეთში. ინტენსიურად გრძელდება ღაზის დაბომბვები. "ჰამასის" მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ მსხვერპლი 5 800-მდეა გაზრდილი.

ღაზაში საწვავის დეფიციტია. გაეროს მონაცემებით, თუკი ტერიტორიაზე საწვავი არ შევა, მინიმუმ 6 საავადმყოფო იძულებული გახდება, დაიხუროს. ისრაელის სამხედროები კი სექტორში საწვავის შეტანაზე უარს ამბობენ, იმ მიზეზით, რომ მას ჰამასი გამოიყენებს.

"ცახალმა" მოიერიშე თვითმფრინავებით საპასუხო იერიში მიიტანა სირიის სამხედრო ინფრასტრუქტურაზე. დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

ისრაელმა დრონებით შეუტია დასავლეთ სანაპიროზე, ქალაქ ჯენინს. გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება ლტოლვილთა ბანაკთან პატრულირების განხორციელებას მოჰყვა. ისრაელი აცხადებს, რომ პატრულირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ბოევიკებმა ისრაელის ჯარებს ცეცხლი გაუხსნეს და ბომბები ესროლეს. პალესტინის მხარეს, არის მსხვერპლი.

დღის ამბები