06 ოქტომბერი 2024,   20:55
ვრცლად
ამერიკელმა სამხედროებმა, ერაყსა და სირიაში შეერთებული შტატების ძალებზე თავდასხმების საპასუხოდ, აღმოსავლეთ სირიაში ორ ობიექტს დაარტყეს
ამერიკელმა სამხედროებმა, ერაყსა და სირიაში შეერთებული შტატების ძალებზე თავდასხმების საპასუხოდ, აღმოსავლეთ სირიაში ორ ობიექტს დაარტყეს, რომელსაც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი და მის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფები იყენებდნენ - ამის შესახებ პენტაგონში განაცხადეს.
 
ლოიდ ოსტინის თქმით, დარტყმები ბაიდენის განკარგულებით განხორციელდა და ამერიკა გააგრძელებს საჭირო ზომების მიღებას, თუ მისი ძალების წინააღმდეგ თავდასხმები არ შეჩერდება.
 
პარალელურად კი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი შტატებს აფრთხილებს, რომ თუ ისრაელი ღაზას წინააღმდეგ აგრესიას არ შეწყვეტს, ცეცხლისგან უვნებელი არც შეერთებული შტატები დარჩება.
 
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ღაზაში გენოციდი და მოსახლეობის იძულებითი გადაადგილება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
 
"დაბეჯითებით გაფრთხილებთ, არაკონტროლირებად შედეგებზე, რომლებიც თელ-ავივის რეჟიმისთვის თეთრი სახლის მხრიდან განუსაზღვრელი ფინანსური იარაღის ოპერატიულად გაცემას მოჰყვება. ჩვენ არ მივესალმებით რეგიონში ომის გაფართოვებას, მაგრამ მე გაფრთხილებთ, რომ თუ ღაზაში გენოციდი გაგრძელდება, ისინი ცეცხლს თავს ვერ დააღწევენ. ღაზაში გენოციდი და მოსახლეობის იძულებითი გადაადგილება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს", - განაცხადა ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანიმ.
დღის ამბები