06 ოქტომბერი 2024,   21:53
ვრცლად
რუსთავის მერიაში ქალაქის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები განიხილეს

რუსთავის მერიაში, ქალაქის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები განიხილეს.

შეხვედრას რუსთავის მერი, მისი მოადგილე, კომპანია "ჯი-ვი-პის" გენერალური დირექტორი და საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრები ესწრებოდნენ. მათ მოგვიანებით, ლომოურის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.

რუსთავის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტი, 2023 წლის დასაწყისში დაიწყო. განსახორციელებელი ინვესტიციის ოდენობა, 30 მილიონ ლარს შეადგენს და პროექტი ქალაქში არსებული წყალსადენის კომპლექსურ რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

დღის ამბები