05 ოქტომბერი 2024,   01:05
ვრცლად
"მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესში არსებული ინოვაციები“ - თბილისი პირველად, მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს

"მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესში არსებული ინოვაციები“ - თბილისი პირველად, მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს

"მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესში არსებული ინოვაციები“, - თბილისი პირველად, მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. ღონისძიება, რომელსაც 20-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი ესწრება, პრემიერ-მინისტრმა გახსნა.

ირაკლი ღარიბაშვილმა, სფეროში არსებული მიღწევები და გამოწვევები შეაჯამა. პრემიერმა 10 წლის წინ არსებული ვითარება გაიხსენა, როცა მისი თქმით, საქართველოს სერიოზული გამოწვევები ჰქონდა სამართლის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, განსაკუთრებით ციხეებში არსებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სისტემური პრაქტიკის სახით.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მძიმე მემკვიდრეობიდან, ქვეყანა დემოკრატიულ სახელმწიფოდ გარდაქმნილიყო. საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს და ხორვატიის იუსტიციის მინისტრებმა, შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩებმა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის უწყვეტი მხარდაჭერა იუსტიციის სამინისტროს მიმართ მუდმივად იგრძნობა და ახალი ბიუჯეტი კიდევ უფრო მეტი რეფორმის ჩატარების საშუალალებას იძლევა.

"განსაკუთრებული მადლიერება მსურს გამოვხატო, ბატონი პრემიერის მიმართ, რომლის უწყვეტი და ძლიერი მხარდაჭერა იუსტიციის სამინისტროს მიმართ ყოველთვის იგრძნობა. რა თქმა უნდა, ეს კონკრეტული მხარდაჭერა, ასევე გამოიხატება რიცხვებში. ვგულისხმობ ბიუჯეტს, რომელიც შემდგომში გვაძლევს საშუალებას, რომ რაც შეიძლება მეტი რეფორმა განვახორციელოთ, რომელიც ჩვენ ქვეყანას, კიდევ უფრო დაახროვებს ჩვენს ევროპულ მომავალთან", - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ხორვატიის იუსტიციის და საჯარო მმართველობის მინისტრმა ივან მალენიცას თქმით, კრიმინალის წინააღმდეგ ძველი მეთოდები საკმარისი არაა და საჭიროა ახალი პასუხების მოძიება, რისთვისაც ერთმანეთთან თანამშრომლობის გაძლიერება მნიშვნელოვანია.

"ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა. ეს კონფერენცია ეძღვნება ინოვაციებს ციხის სისტემაში. დანაშაულმა არ იცის საზღვრები. სამწუხაროდ, ტრანსნაციონალური დანაშაული, ჩვენი ცხოვრების ნაწილი გახდა. კრიმინალები ერთიანდებიან და ახალ გამოწევებს გვიქმნიან. ძველი მეთოდები საკმარისი არაა - გვჭირდება ახალი პასუხების მოძიება. პირველ რიგში, ეს უნდა გავაკეთოთ ერთმანეთთან თანამშრომლობის გაძლიერებით. მნიშვნელოვანია კითხვები დავსვათ და პრაქტიკა გავუზიაროთ ერთმანეთს. პატიმართა რეაბილიტაციის პროექტში, ხორვატიაში ვიყენებთ გუნდურ მიდგომას. ზოგად და ინდივიდუალურ პროგრამებს ვთავაზობთ, რაც რეაბილიტაციას გულისხმობს.აუცილებელია სასჯელის ინდივიდუალიზაცია. მიდგომები, რასაც გამოვიყენებთ საპატიმროში უნდა შეესაბამებოდეს გარეთ არსებულ რეალობას. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ დიალოგს და ეს კონფერენციაც ამას ეხება", - განაცხადა ხორვატიის იუსტიციის და საჯარო მმართველობის მინისტრმა ივან მალენიცამ.

ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, რობი დანიგანმა აღნიშნა, რომ აშშ გააგრძელებს იუსტიციის სამინისტროს მხარდაჭერას იმისთვის, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, ადამიანზე ორიენტირებული გარემოს შექმნა მოხდეს.

"ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ ვიმყოფები თქვენს გარემოცვაში. სამი კვირის წინ ჩამოვედი და უკვე მრავალ პარტიას შევხვდი. არაერთხელ აღვნიშნეთ ჩვენი მიზანი, რომ საქართველოსთან პარტნიორობა განვაგრძოთ. მნიშვნელოვანია, რომ დღეს იუსტიციის სამინისტროსთან პარტნიორობას აღვნიშნავთ. ჩვენ, ვაფინანსებთ ამ პროექტს, რაც კიდევ ერთხელ აღნიშნავს ამერიკის საქართველოს გვერდში დგომას. მინისტრმა აღნიშნა ადამიანზე ორიენტირებული მიდგომები. დიახ ვეთანხმები ეს ნამდვილად ასეა. არის პაემნები, პატიმრების საჭიროებების გააზრება და იდენტიფიცირება. ჩვენ გავაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას, ქალი პროფესიონალების როლის გაძლიერების კუთხით. საუბარია პროფესიული გადამზადების მიმართულებაზე, იმისთვის რომ შესაძლებელი იყოს განვითარება და ინოვაციების შექმნა იმისთვის, რომ მოხდეს ადამიანზე ორიენტირებული გარემოს შექმნა. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ ის გამოწვევები, რაც არსებობს და ის რეფორმები, რაც გატარდა. იმისთვის, რომ ერთად ჩავუყაროთ საფუძველი საქართველოს განვითარებას", - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, რობი დანიგანმა.

ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის თქმით, კარგი იქნება თუ პრობაციის და სოციალური სერვისების დახვეწის პროცესში, ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა სრულფასოვნად მოხდებს.

"ეს კონფერენცია ფანტასტიკური შესაძლებლობაა, ნათელი მოვფინოთ იმ პროგრესს, რაც საქართველომ პენიტენციურ სისტემაში მიაღწია. საქართველოში უამრავი რეფორმა განხორციელდა, - ეს ძალისხმევა უნდა გაძლიერდეს, რომ შეიქმნას შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩო. დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველო გახდება ჩვენი შემადგენლობის ნაწილი. ამისთვის მზადება უკვე მიმდინარეობს. დახმარების დიდი წილი, პრობაციის სისტემის გაძლიერებას ეხება. საქართველომ პროგრესი არაერთხელ აჩვენა და დაგვანახა რამდენად მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის პრობაციის და სოციალური სერვისების დახვეწა. ეს არის საკვანძო პრაქტიკა რესოციალიზაციის მიმართულებით და სასჯელის ღირსეულ ფორმებში მოხდისთვის. ეს პროგრესი უნდა შენარჩუნდეს. მუხტი არ უნდა გაქრეს, რომ არსებული პრობლემების დაძლევა მოხდეს. კარგი იქნება თუ ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა სრულფასოვნად მოხდება. ჩვენ ერთად ჰარმონიზებულ სისტემას შევქმნით, ასევე ჯანსაღ და წარმატებულ საზოგადოებას", - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ.

დღის ამბები