18 აგვისტო 2026,   19:05
ვრცლად
გაეროს გენმდივანი შეძრწუნებულია ღაზაში ძალადობის ესკალაციის გამო - ორგანიზაციის პრესსპიკერი

გაერო-ს პრესსპიკერის, სტეფან დუჟარიკის განცხადებით, გენერალური მდივანი შეძრწუნებულია ღაზაში ძალადობის ესკალაციის გამო, რაც მოიცავს პალესტინელების, მათ შორის, ქალებისა და ბავშვების დაღუპვას ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად, მჭიდროდ დასახლებულ ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკის საცხოვრებელ ადგილებში.

სტეფან დუჟარიკის თქმით, ანტონიუ გუტიერეში კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ ყველა მხარე უნდა დაემორჩილოს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს, მათ შორის განსხვავებულობის, პროპორციულობისა და სიფრთხილის პრინციპებს. ის უმკაცრესად გმობს მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას.

დღის ამბები