16 სექტემბერი 2024,   23:03
ვრცლად
რუსთაველის ეროვნული თეატრის მუზეუმი 90 წლისაა

რუსთაველის ეროვნული თეატრის მუზეუმი 90 წლისაა. იდუმალი სამყარო, რომელიც სპექტაკლის ნახვის გარეშეც, წარმოსახვაში ცოცხლდება. თეატრალური დადგმის მაკეტები, დიდი რეჟისორების სახელს, სხვადასხვა თარიღს და სიმბოლოებს ინახავს.

რუსთაველის თეატრის მუზეუმი კოტე მარჯანიშვილის, სანდრო ახმეტელის, მიხეილ თუმანიშვილის, რობერტ სტურუას სპექტაკლების მაკეტებს ინახავს. მათ შორის არის სტურუას "ჰამლეტი", რომელიც ჯერ ლონდონის, შემდეგ საქართველოს სცენაზე დაიდგა. ერთი პიესა, ერთი რეჟისორი და ორი, სრულიად განსხვავებული სცენოგრაფია.

სხვადასხვა დროს, სხვადასხვა გარემოში, სცენაზე ნათამაშები ეპოქალური რეჟისორების დადგმები, პიესები, ფოტო მასალა და სხვა მრავალი რეკვიზიტი. რუსთაველის ეროვნული თეატრის მუზეუმი, 100 წლიან ისტორიას ინახავს, რომელიც არა მხოლოდ თეატრის, არამედ ქვეყნის საგანძურია.

რუსთაველის ეროვნული თეატრის მუზეუმი 90 წლის არის. საიუბილეო თარიღს მიეძღვნა კონფერენცია "სამუზეუმო მასალის კვლევა- ინტერპრეტაცია მესამე ათასწლეულის თვალსაწიერიდან. ", რომელშიც 11- მკვლევარი მონაწილეობდა. ერთ- ერთი თემა რობერტ სტურუას მიეძღვნა.

რუსთაველის თეატრის მუზეუმში ნივთების შეგროვება, სანდრო ახმეტელმა და ია ქანთარიამ დაიწყეს. საუკუნოვანი ტრადიცია დღემდე გრძელდება.

დღის ამბები