16 სექტემბერი 2024,   23:04
ვრცლად
შალვა ძნელაძის მუზეუმში, დალი ფრიდონიშვილის გამოფენა გაიხსნა

შალვა ძნელაძის მუზეუმში, დალი ფრიდონიშვილის გამოფენა გაიხსნა. ყოფილმა ტელეწამყვანმა, სულ რამდენიმე წლის წინ დაიწყო პროფესიის დაუფლება და დღეს უკვე შედგა მისი, როგორც მხატვრის დებიუტი.

დალი ფრიდონიშვილის ნახატების გამოფენა, 7 ნოემბრამდე გაგრძელდება.

"მე ვხატავ იმ სიჩუმეში, როდესაც მთელი ჩემი ემოცია შემიძლია ჩავდო ამ ქაღალდზე. უბრალოდ ძალიან მიყვარს სამყარო, ეს დედამიწა ძალიან მიყვარს, ის ადამიანები ძალიან მიყვარს, რომელთან ერთადაც ვცხოვრობ და ვეცადე, რომ ეს სიყვარული ამ ყვავილებში, პეიზაჟებში გამეცოცხლებინა", - განაცხადა დალი ფრიდონიშვილმა.

დღის ამბები