09 ივლისი 2024,   01:49
ვრცლად
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, სახმელეთო ოპერაციის გაფართოების ფარგლებში, ჰუმანიტარული დერეფანი გაიხსნა

ისრაელის არმიის ინფორმაციით, დასრულებულია ქალაქ ღაზის ალყაში მოქცევა და ისინი სანაპირო ხაზის გასწვრივ წინ მიიწვენ. ამასთან, ცახალმა კვლავ მოუწოდა ადგილობრივ მოსახლეობას, გადავიდნენ რეგიონის სამხრეთში მდებარე უფრო უსაფრთხო რაიონებში - ამისთვის მათ რამდენიმე საათით დერეფანიც გახსნეს.

იორდანიის საჰაერო ძალებმა კი მოსახლეობას ღაზაში სამედიცინო საშუალებები და მედიკამენტები პარაშუტით მიაწოდეს - დახმარება აშშ-სა და ისრაელთან შეთანხმებული იყო. ამის შესახებ სოციალურ ქსელში იორდანიის მეფე აბდულა მეორემ დაწერა.

 

დღის ამბები