08 სექტემბერი 2024,   03:37
ვრცლად
ოთარ შამუგიამ შანხაიში საერთაშორისო იმპორტის უმსხვილესი გამოფენის გახსნაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს 8 000 წლიან ღვინის ტრადიციას, ქალაქ შანხაიში, იმპორტის უმსხვილეს გამოფენაზე, 700 ათასი ვიზიტორი გაეცნო. სტუმრების უმრავლესობამ ქვეყანა კარგად იცოდა, იცნობდა ვაზის წარმოშობის ტრადიციას და ქართულ ღვინოს, თუმცა დამთვალიერებლებს შორის იყვნენ ისეთებიc, ვისთვისაც ეს აღმოჩენა იყო.

საერთაშორისო იმპორტის უმსხვილესს გამოფენაზე, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და "აწარმოე საქართველოს“ ორგანიზებით, საქართველო რამდენიმე პავილიონშია წარმოდგენილი. სპეციალურად მოწყობილ სივრცეში, სტუმრებს 40-მდე კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის გაცნობა შეუძლიათ.

ყველაზე მასშტაბურ გამოფენაში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი პირადად მონაწილეობდა. ოთარ შამუგიამ ყველა ის საგამოფენო სივრცე მოინახულა, სადაც საქართველოში წარმოებული პროდუქცია იყო წარმოდგენილი. მოგვიანებით კი, პავილიონში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრის მოადგილეს, ლინგ ძისაც უმასპინძლა .

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი შანხაიში, ჩინეთის სავაჭრო პალატის პრეზიდენტსაც შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს ქვეყნებს შორის მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე და აღინიშნა ისიც, რომ ჩინეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია.

ორ ქვეყანას შორის მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს დელეგაციის სხვა წევრებმა. აღნიშნეს ისიც, რომ მსგავსი საერთაშორისო გამოფენები ეხმარება ბიზნეს, პოტენციური პარტნიორების მოძიებაში.

შანხაიში, საერთაშორისო იმპორტის უმსხვილესი გამოფენა 5 დღის განმავლობაში გაგრძელდება. მასშტაბურ ღონისძიებაზე 150-ზე მეტი ქვეყნის სამთავრობო და ბიზნეს დელეგაცია მონაწილეობს.

ადგილზე მისულ დამთვალიერებელს, საქართველოში წარმოებულ პროდუქციასთან ერთად, შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ ქვეყნის ტურისტულ, საინვესტიციო და სატრანსპორტო პოტენციალის.

დღის ამბები