09 ივლისი 2024,   04:04
ვრცლად
"ველოდებით, რომ მოვიდეს მშვიდობით, მეტს არაფერს ვითხოვ" - სოფელ კირბალთან ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებულის ცოლი

სოფელ კირბალში უსაფრთხოების ზომები კვლავ გაძლიერებულია. ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან. ოკუპირებული ტერიტორიიდან გამოყვანილია მოკლული თამაზ გინტურის მანქანა. ავტომობილს აქვს ტყვიების და სისხლის კვალი. გატაცებული ლევან დოთიაშვილი კი კვლავ ცხინვალის იზოლატორში რჩება.

"კურიერთან" საუბრისას უკანონოდ დაკავებული ლევან დოთიაშვილის ცოლი აცხადებს, რომ მეუღლის დაკავების შესახებ საღამოს საათებში გაიგო და არანაირ ინფორმაციას არ ფლობს. სოფიო ანდრიაძე იმედოვნებს, რომ მისი ქმარი სახლში მშვიდობით დაბრუნდება.

"ვაჭრობს...ბაზრიდან ახალი მოსული იყო, საშინაო ფორმით არის. საღამოთი გავიგეთ, დანარჩენი არაფერი არ ვიცით. ველოდებით, რომ მოვიდეს მშვიდობით, მეტს არაფერს ვითხოვ," - აცხადებს ლევან დოთიაშვილის ცოლი სოფიო ანდრიაძე. 

შემთხვევა სოფელ კირბალთან 6 ნოემბერს მოხდა. საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ხოლო ლევან დოთიაშვილი უკანონოდ დააკავეს.

დღის ამბები