15 აგვისტო 2026,   00:50
ვრცლად
რუსთავის თეატრში კომედიის მე-9 თეატრალური ფესტივალი გაიხსნა

რუსთავის თეატრში კომედიის მე-9 თეატრალური ფესტივალი გაიხსნა. კომედიის თეატრალური ფესტივალი -2023 წლის პირველი დღე, ნიკოლოზ წულუკიძის პროექტს - "ქართული თეატრის ამბავი" და "ქართული თეატრის ისტორიას" დაეთმო.

დღეს, საფესტივალო სცენა, მარჯანიშვილის თეატრის დასს უმასპინძლებს. ფესტივალი 17 დღის განმავლობაში გაგრძელდება და მასში 12 სხვადასხვა დასი მიიღებს მონაწილეობას.

ორი დღე თოჯინების თეატრის ვორქშოპს დაეთმობა, მოეწყობა ახალგაზრდა რეჟისორების კონკურსიც. კომედიის თეატრალური ფესტივალი რუსთავის მერიის მხარდაჭერით იმართება.

დღის ამბები