26 ნოემბერი 2024,   00:37
ვრცლად
Edison Research-ის კვლევაში, პოლიტიკური პარტიების რეიტინგის ჯამი 100%-ს აჭარბებს

Edison Research-ის კვლევაში დაშვებული სავარაუდო შეცდომა პოლიტიკური შეფასებების საგანი ხდება. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული პარტიების რეიტინგის ჯამი ჯერ 102% იყო, ხოლო ჩასწორების შემდეგ 101% გახდა.

"დღეს რომ არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას" - ამ კითხვაზე პოლიტიკური პარტიების ჯამური პროცენტული მაჩვენებელი თავდაპირველად 102%-ს შეადგენდა, ნაცვლად 100 პროცენტისა.

მოგვიანებით მაჩვენებელი შეიცვალა. კერძოდ, "პატრიოტთა ალიანსს" 1% დააკლდა, თუმცა, პროცენტების საერთო ჯამი მაინც 101%-ია.

Edison Research-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები ტელეკომპანია “ფორმულამ“ გამოაქვეყნა.

დღის ამბები