09 ივლისი 2024,   01:37
ვრცლად
ცნობილი ფოტოხელოვანის, ბადრი კეთილაძის ნამუშევრებს გამოფენა და მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

თბილისის საკრებულოში, ცნობილი ფოტოხელოვანის, ბადრი კეთილაძის ნამუშევრებს გამოფენა და მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.

ბადრი კეთილაძე 2022 წელს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

სპორტულმა ფოტოგრაფმა, რომელმაც ათეულობით წლები ამ საქმეს მიუძღვნა, უდიდესი არქივი მოაგროვა. მისმა მოსწავლეებმა, მეგობრებმა და სპორტის ფოტოგრაფთა საზოგადოებამ, ფოტოხელოვანის არქივში შემონახული გამოუქვეყნებელი ფოტოებიდან საუკეთესოები შეარჩია და წიგნად გამოსცა.

პროექტის მხარდამჭერები, სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია და სპორტის სამინისტრო არიან.

დღის ამბები