27 ივლისი 2024,   06:46
ვრცლად
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი 26 ნოემბერს გაიხსნება - ვის გადაეცემა ოქროს პრომეთე, 2 დეკემბერს გახდება ცნობილი

120 კინოსურათი, საიდანაც 32 ქართულია - თბილისი საერთაშორისო კინოფესტივალის მასპინძლობისთვის ემზადება. უკვე საერთაშორისო აღიარების მქონე ელენე ნავერიანის - "შაშვი შაშვი მაყვალი," ნანა ჯანელიძის - "იარე ლიზა" და კიდევ ათზე მეტი მოკლე და სრულმეტრაჟიანი ქართული ფილმის ნახვის საშუალება ფესტივალის სტუმრებს 26 ნოემბრიდან კინოთეატრ "ამირანში" შეეძლებათ.

ერთკვირიანი კინოფესტივალის საპატიო სტუმარი კანისა და ლოს-ანჯელესის კინოფესტივალების ტრიუმფატორი პორტუგალიელი რეჟისორი პედრო კოშტა იქნება. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია არასაკონკურსო და სპეციალური ჩვენებებიც.

ოქროს პრომეთეს მფლობელების ვინაობა 2 დეკემბერს გახდება ცნობილი.

 

დღის ამბები