18 ოქტომბერი 2024,   06:46
ვრცლად
თბილისის მუზეუმების გაერთიანების, განახლებული სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიის პრეზენტაცია გაიმართა

ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ–მემორიალურ მუზეუმში, თბილისის მუზეუმების გაერთიანების განახლებული სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიის პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის ფარგლებში განახლდა თბილისის მუზეუმების გაერთიანების რესტავრაციის და კონსერვაციის ლაბორატორიის სამეცნიერო–ტექნიკური ბაზა.

ლაბორატორია აღიჭურვა თანამედროვე აპარატურითა და ხელსაწყოებით. ყველა ტექნიკური საშუალება აპრობირებულია საერთაშორისო სტანდარტებით. იცავს ექსპონატს და ზრდის მისი შენახვის ხანგრძლივობას.

დღის ამბები