15 ნოემბერი 2024,   21:28
ვრცლად
რუსეთმა აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის უფასო მიწოდებაზე უარი თქვა - სოხუმს სასწრაფოდ ესაჭიროება 2 მილიონი დოლარი

რუსეთმა აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის უფასო მიწოდებაზე უარი თქვა, - ინფორმაციას JAMnews-ის სოხუმის რედაქცია აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებზე დაყრდნობით ავრცელებს

ოკუპირებული რეგიონის ე.წ. ეკონომიკის მინისტრის, კრისტინა ოზგანის თქმით, იმისთვის, რომ სოხუმი ელექტროენერგიის გარეშე არ დარჩეს, სასწრაფოდ უნდა გამონახოს 2 მილიონ დოლარზე მეტი.

თანხის სწრაფად მობილიზების აუცილებლობაზე საუბრობს ვლადიმერ დელბაც.

„ჩვენ ვეძებთ ფულს მთელი ქვეყნის მასშტაბით, რათა ქვეყანა ელექტროენერგიის გარეშე არ დავტოვოთ“, – განაცხადა ე.წ. ფინანსთა მინისტრმა ვლადიმერ დელბამ.

ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში ელექტროენერგიის მოხმარება 2-დან 3 მილიარდ მეგავატამდე გაიზარდა.

"აფხაზეთის ომის დასრულების შემდეგ ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის მიღწეული ჯენტლმენური შეთანხმების მიხედვით, აფხაზეთი იღებს ენგურჰესის მიერ გამომუშავებული მთლიანი გენერაციის 40%-ს. 2020 წლამდე ეს სავსებით საკმარისი იყო, მაგრამ ბოლო წლებში ელექტროენერგიის არალეგალურმა მოპოვებამ (ე.წ. მაინინგმა) გაზარდა აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება 2-დან 3 მილიარდ მეგავატამდე, წარმოქმნილმა დეფიციტმა კი ნაწილობრივ დაფარა რუსეთის მიერ ჰუმანიტარული დახმარების სახით მიწოდებული ნაკადი. ასე რომ, მოსკოვმა დატოვა ელექტროენერგიის ჰუმანიტარული მიწოდების პრაქტიკა – ახლა აფხაზეთმა ამაში ფული უნდა გადაიხადოს“, - წერს Jam News-ი.

დღის ამბები