15 ნოემბერი 2024,   22:40
ვრცლად
"ლელო" არ განიხილავს არანაირ პარტიულ ერთობას არც ერთ პარტიასთან ამ ეტაპისთვის - ირაკლი კუპრაძე

პარტიაში "ლელო საქართველოსთვის" აცხადებენ, რომ მათი მიზანი ახლა არა რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან ალიანსი, რამედ პარტიის ინდივიდუალური გაძლიერებაა.  ამის შესახებ "ლელოს" წარმომადგენელმა გახარიას პარტიის წარმომადგენლების საპასუხოდ განაცხადა.

როგორც პარტია "ლელო საქართველოსთვის" გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე აცხადებს, ამ ეტაპისთვის "ლელო" არ განიხილავს არანაირ პარტიულ ერთობას არც ერთ პარტიასთან.

"ლელო" არ განიხილავს არანაირ პარტიულ ერთობას არც ერთ პარტიასთან ამ ეტაპისთვის. არჩევნებამდე დარჩენილია ერთი წელი, მანამდე სამუშაოა, რომ ინდივიდუალურად გაძლიერდეს "ლელო", ჰქონდეს სწორი, გამართული სტრუქტურა, სწორი შინაარსი. არანაირი ტიპის პრობლემებს, კონფლიქტებს და ურთიერთწინააღმდეგობას არ განვიხილავთ, ამისთვის ამ ეტაპზე არ გვცალია საერთოდ. სამომავლოდ თუ რაიმე შეიძლება გახდეს განხილვის საგანი, ეს იქნება სამომავლო განხილვის საგანი, რომელიც აუცილებლად ეცოდინება საზოგადოებას," - აცხადებს ირაკლი კუპრაძე.

დღის ამბები