19 სექტემბერი 2024,   04:54
ვრცლად
პარლამენტი მინისტრის საათის ფორმატში იუსტიციის მინისტრს უსმენს - რა კითხვები ჰქონდა ოპოზიციასა და უმრავლესობას რატი ბრეგაძესთან

პარლამენტი მინისტრის საათის ფორმატში იუსტიციის მინისტრს უსმენს. დარბაზში დაისვა კითხვებიც, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის შესახებაც. 

"საქართველო არის ევროპული სახელმწიფო, რომელიც დგას ადამიანების ღირსების სადარაჯოზე, ამას ამბობთ თქვენ და ამ დროს არღვევთ მიხეილ სააკაშვილის უფლებებს, როდესაც ასაჯაროებთ მისი ღირსების შემლახველ კადრებს. ეს რა ევროპული საქციელია. თქვენ იღებთ თუ არა  ამ კანონდარღვევაზე პასუხისმგებლობას?"- მიმართა კითხვით პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" წევრმა დავით ხაჯიშვილმა იუსტიციის მინისტრს.

მას დავით მათიკაშვილმა უპასუხა და განაცხადა, რომ პროექტი - free misha, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ჩავარდა:

"პროექტი "free misha" ჩავარდა, ამ პროექტის ფიასკოს ბოლო წერტილი სტრასბურგის სასამართლომ დაუსვა," - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი

"ქართული ოცნების" წევრმა მერაბ ქვარაიმ კი, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს არსებული პენიტენციური სისტემა დღეს არსებულს შეადარა:

"თქვენ ერთი უნიკალური პატიმარი გყავთ თქვენ სისტემაში ბრენდების შემქმნელი პატიმარი, მან თავის დროზე მართლაც უნიკალური ბრენდი შექმნა, ეს არის პენიტენციური სისტემა, რომელსაც დღეს თქვენ მართავთ და მას, როგორც ჩანს, ის პენიტენციური სისტემა მოსწონდა, ახლა აქვს შესაძლებლობა პირდაპირ ეთერში პოლიტიკური სიტყვებით გამოვიდეს, მაშინ ჩიტიც კი ვერ შეფრინდებოდა. საავადმყოფოში მაშინ გადაჰყავდა ხალხი, როდესაც ადამიანი თითქმის ბოლო დღეებს ითვლიდა. თვითონ ერთი დღე არ გაუტარებია საავადმყოფოს მიღმა. ისეთი სისტემა ჰქონდა შექმნილი, თვითონ მიშას თუ არ მოეწონებოდა ადამიანი, ვერავინ დაგიცავდა ისე გაგასწორებდნენ მიწასთან," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი მერაბ ქვარაია.

დღის ამბები