05 ოქტომბერი 2024,   01:08
ვრცლად
სოფელ ახალსოფელში სპორტული კომპლექსი ოფიციალურად გაიხსნა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი ოფიციალურად გახსნა. გახსნის ღონისძიებაზე საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ახალგაზრდული ნაკრების თამაშიც გაიმართა.

მრავალფუნქციური სპორტკომპლექსი სპორტულ დარბაზსა და მაყურებლისთვის გათვლილ სივრცეს მოიცავს. მოეწყო გასახდელი და გუნდების დაბინავებისათვის განკუთვნილი ოთახებიც. მშენებლობა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა.

 

დღის ამბები