23 ნოემბერი 2024,   08:56
ვრცლად
"პრაიმჰაუსის" ყოფილი მონაწილე, კოსტა სანიკიძე დაჭრეს - დაკავებულია 1 პირი

გამთენიისას, თბილისში, ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. დაზარალებული კოსტა სანიკიძეა, რომელიც "რუსთავი 2-ის" პროექტ "პრაიმჰაუსში" მონაწილეობდა. "კურიერის" ინფორმაციით, ის საკუთარ სახლში დაჭრეს.

სანიკიძეს დაზიანებები მუცლის არეში მიაყენეს. კლინიკა "ჰელსიკორში" მას უკვე ჩაუტარდა ოპერაცია.

"კოსტას სახლის ეზოში მოხდა. ეს ტიპი სახლში რომ შევიდა, მაგ დროს მოხდა ის, რომ სახლიდან ვეღარ გაიქცა. მუცლის არეშია დაჭერილი, 4 ჭრილობა აქვს მიყენებული. როგორც ქირურგმა გვითხრა, დაკარგული აქვს 2 ლიტრი სისხლი. ფილტვებზე აქვს კიდევ რაღაც პრობლემა. სტაბილურად მძიმე სიტუაციაა," - აცხადებს კოსტა სანიკიძის მეგობარი სალომე ბარათაშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით, ერთი პირია დაკავებული. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები