15 ნოემბერი 2024,   21:33
ვრცლად
ჩვენ სრულად და ცალსახად ვუჭერთ მხარს საქართველოს ერთიანობას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობას, დემოკრატიასა და სახელმწიფოებრიობას - ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, ონლაინრეჟიმში, საჯაროდ დასმულ კითხვებს უპასუხა. კითხვაზე: "არის თუ არა სომხეთი მზად, რომ აფხაზეთი და ოსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებად აღიაროს?", ფაშინიანმა განაცხადა:

"გაერო-ში 2019 წლამდე და უკვე შემდეგ გამართულ კენჭისყრაზე დაფიქსირდა თვალსაჩინო და კონკრეტული განსხვავებები, რასთან დაკავშირებითაც ჩვენი მოძმე სახელმწიფოს, საქართველოს წარმომადგენლებმა კმაყოფილება გამოთქვეს. ჩვენ სრულად და ცალსახად ვუჭერთ მხარს საქართველოს ერთიანობას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობას, დემოკრატიასა და სახელმწიფოებრიობას", - განაცხადა ფაშინიანმა.

დღის ამბები