18 ოქტომბერი 2024,   07:50
ვრცლად
ლევან ხაბეიშვილის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნას "ნაციონალური მოძრაობის" რაიონული ორგანიზაციები უერთდებიან

ზუგდიდი, ხობი, ჭიათურა, ქუთაისი, ამბროლაური, კასპი - ლევან ხაბეიშვილის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნას "ნაციონალური მოძრაობის" რაინული ორგანიზაციები უერთდებიან.

გავრცელებულ განცხადებებში წერია, რომ დღეს, პარტიაში მძიმე კრიზისია, რომლის გადალახვასაც შეუძლებელს ხდის მოქმედი თავმჯდომარის რიტორიკა, ქმედებები და ერთობის ნების არარსებობა.

იმისთვის, რომ ერთობა შესაძლებელი გახდეს, ლევან ხაბეიშვილმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მისი მართვის შედეგებზე, გადადგეს და ფართო და წარმომადგენლობითმა ყრილობამ პოლიტიკური საბჭო აირჩიოს.

ბრალდებებს არ ეთანხმებიან ხაბეიშვილის თანაგუნდელები. ორად გაყოფილ "ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება კიდევ უფრო მწვავდება.

ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, თემურ ბასილაიას განცხადებით, იმისთვის, რომ დაპირისპირება შეწყდეს, ხაბეიშვილი თანამდებობიდან უნდა გადადგეს.

"ამ პროცესს რომ წერტილი სამუდამოდ დაესვას, ხელახალი არჩევნებია საჭირო. ლევან ხაბეიშვილი უნდა გადადგეს და უნდა შეირჩეს პიროვნება, რომელიც ყველას გააერთიანებს, რომელიც პარტიას გააძლიერებს, სულისკვეთებას აღადგენს და პარტია იქნება მიმდინარე წლის საარჩევნო პროცესისთვის ბრძოლისთვის იქნება მზად", - განაცხადა თემურ ბასილაიამ.

ჭიათურის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, გოგი ჩიკვილაძის განცხადებით, ლევან ხაბეიშვილი ვერ ასრულებს თავის მოვალეობას.

"ყველაფერს თავის საზღვარი აქვს. ბატონი ხაბეიშვილი ვერ ასრულებს თავის მოვალეობას, ამიტომ, უნდა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები. გადაგდეს და პასუხისმგებლობა აიღოს ხაბეიშვილმა ამ საკითხთან დაკავშირებით. 10 წლის განმავლობაში, არ ყოფილა ბრძოლა, რომელშიც არ ვყოფილვარ ჩართული და ასეთი იგნორი, რასაც ისინი აკეთებენ, მიუღებელია", - განაცხადა გოგი ჩიკვილაძემ.

დღის ამბები