როგორია დასაქმებულთა უფლებები საქართველოში - დამსაქმებელთა ასოციაციის წევრ კომპანიებს, შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელი შეხვდა.
ბექა ფერაძემ, კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად, შრომითი უფლებების საკითხები, საკანონმდებლო მოთხოვნებისა და ინსპექტირების პროცესების ჭრილში განიხილა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, მას 100-მდე მონაწილე ესწრებოდა.