05 მაისი 2024,   10:41
ვრცლად
მეგის ქარდავა ქუთაისის სასამართლოში ეტაპირებას სხვა პატიმრებისგან განცალკევებით ითხოვს

სამხედრო პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი მეგის ქარდავა ქუთაისის სასამართლოში ეტაპირებას სხვა პატიმრებისგან განცალკევებით ითხოვს. ამ მიზეზით, ბრალდებული დღევანდელ პროცესზე დისტანციურად ჩაერთო და განაცხადა, რომ მოსალოდნელი საფრთხის გამო სხვა პატიმრებთან ერთად ეტაპირება არ სურს.

პატიმრის და დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, დღეს დაგეგმილი განხილვა გადაიდო.

საუბარია მოქალაქე ბელა როგავას მიმართ განხორციელებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საქმეზე. დღეს სასამართლოში უნდა გამოეკვლიათ ექსპერტიზის დასკვნები, რომელიც დაზარალებულის სხეულზე არსებულ დაზიანებებს აღწერს. 

დღის ამბები