05 ივლისი 2024,   22:03
ვრცლად
კრასნოდარის საემიგრაციო ცენტრში აშშ-ის მოქალაქის ცხედარი ნახეს - რუსული მედიის ცნობით, ის ოკუპირებულ აფხაზეთში გეგმავდა შესვლას

კრასნოდარის საემიგრაციო ცენტრში აშშ-ის მოქალაქის - ერნესტ ჰარი მიტჩელის ცხედარი ნახეს. როგორც რუსული მედია იუწყება, კაცი ოკუპირებულ აფხაზეთში გეგმავდა შესვლას.

ერთ-ერთ ტელეგრამარხზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ 56 წლის კაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა - მისი ცხედარი საპირფარეშოში იპოვეს. კაცს ფეხებზე, ხელებსა და კისერზე ვენები და არტერიები ჰქონდა გადაჭრილი.

ერნესტ ჰარი მიტჩელი დაკავების ცენტრში მას შემდეგ მოათავსეს, რაც სოჭის სასამართლომ დამნაშავედ ცნო "რუსეთის საზღვრის წესების დარღვევით კვეთის გამო". მედიის ინფორმაციით, ის მაშინ დააკავეს, როდესაც ოკუპირებულ აფხაზეთში, თანხის გადახდის სანაცვლოდ ცდილობდა შესვლას. სასამართლოს დოკუმენტაციის მიხედვით, მას არ ჰქონდა ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც იმოქმედებდა რუსეთში (თუმცა მიტჩელს სჯეროდა, რომ პოლისი ვალიდური იყო). სასამართლომ აშშ-ის მოქალაქე 3 000 რუბლით დააჯარიმა და შესაბამის უწყებებს მისი დეპორტაცია დაავალა.

დღის ამბები