06 ივლისი 2024,   01:45
ვრცლად
საკანონმდებლო ორგანოში, პარლამენტისა და სახალხო დამცველის ერთობლივი ღონისძიება "ქალების გაძლიერების ათწლეული" მიმდინარეობს

პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტისა და სახალხო დამცველის ერთობლივი ღონისძიება "ქალების გაძლიერების ათწლეული" მიმდინარეობს. ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანმა და სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა.

ღონისძიებას ესწრება გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში საბინე მახლიც. გაიმართება სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლის ანნა ჩუბინიძის ღირსების ორდენით დაჯილდოების ცერემონია, ასევე, ღონისძიების ფარგლებში გაიმართება "ქალების გაძლიერების ათწლეული" პუბლიკაციის პრეზენტაციაც.

დღის ამბები