გერმანიაში მმართველი ბლოკის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა. კვლევითი ინსტიტუტის, "იუ გოუს" საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მიხედვით, "ქრისტიან-დემოკრატებისა" და "ქრისტიან-სოციალისტების" გაერთიანებას მხარს მოსახლეობის მხოლოდ 18 პროცენტი უჭერს.
რეიტინგში პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" 29 პროცენტით ლიდერობს. პარალელურად, დაბალია მთავრობის მეთაურის პოპულარობაც.
ბოლო კვლევის მიხედვით, კანცლერ ფრიდრიხ მერცის საქმიანობით გერმანიის მოქალაქეების მხოლოდ 14 პროცენტია კმაყოფილი.