ამერიკის საელჩოს ინფორმაციით, აშშ-ის საქმეთა დროებითმა რწმუნებული, კორტნი ოსტრიანი, დმანისს ეწვია და გაეცნო, როგორ იკვლევდნენ ათწლეულების განმავლობაში ქართველი მეცნიერები ამერიკელ და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად აქ შემონახულ ისტორიას და როგორ განაგრძობენ მუშაობას ახალ აღმოჩენებზე.
"დმანისი ადამიანის ევოლუციის შესასწავლად მსოფლიოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილია, რადგან აქ აფრიკის ფარგლებს გარეთ აღმოჩენილი, უძველესი, ზუსტად დათარიღებული ადამიანის ნაშთებია დაცული, რომელთა ასაკი დაახლოებით 1.77 მილიონი წელია. ამდენად, დმანისი მხოლოდ საქართველოს ისტორიისთვის არ არის მნიშვნელოვანი, მან შეცვალა მეცნიერების წარმოდგენა იმის შესახებ, თუ როდის, როგორ და ადრეული ადამიანის რომელი წარმომადგენლები გავრცელდნენ პირველად აფრიკის ფარგლებს გარეთ.
აშშ-ის საქმეთა დროებითი რწმუნებული, კორტნი ოსტრიანი სიამოვნებით ეწვია დმანისს და გაეცნო, როგორ იკვლევდნენ ათწლეულების განმავლობაში ქართველი მეცნიერები ამერიკელ და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად აქ შემონახულ ისტორიას და როგორ განაგრძობენ მუშაობას ახალ აღმოჩენებზე. დმანისი საქართველოს მემკვიდრეობის გამორჩეული ნაწილია და მსოფლიო მნიშვნელობის ადგილი," - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე