06 ივლისი 2024,   01:53
ვრცლად
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ევროკავშირის ელჩს შეხვდა

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარესა და საქართველოში ევროკავშირის ელჩს შორის შეხვედრა გაიმართა.

დავით ასათიანმა პაველ ჰერჩინსკის ადვოკატთა ასოციაციის მიმართვა გადასცა.

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, საქართველოს განაცხადის მხარდამჭერ მიმართვას, 1000-მდე ადვოკატი აწერს ხელს.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის დავით ასათიანის განცხადებით, სექტორს კარგად ესმის, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია სამართლიან სასამართლოს, კანონის წინაშე თანასწორობას და ადამიანის უფლებების დაცვას ნიშნავს.

"მქონდა პატივი პირადად გადამეცა ევროკავშირის ელჩისათვის ქართველ ადვოკატთა მიმართვა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდასაჭერად. ჩვენ, ქართველ ადვოკატებს, საქართველოს იურიდიულ პროფესიას, ძალიან კარგად გვაქვს გაცნობიერებული, რომ ევროკავშირის გზაზე ჩვენი ინტეგრაცია, ევროკავშირის წევრობა ნიშნავს, სამართლიან სასამართლოს, კანონის წინაშე თანასწორობას და ადამიანის უფლებების დაცვას", - განაცხადა დავით ასათიანმა.

დღის ამბები