05 ივლისი 2024,   21:59
ვრცლად
"ორბანს მაქსიმალურად გულახდილად ველაპარაკე" - ვოლოდიმირ ზელენსკი

"ორბანს მაქსიმალურად გულახდილად ველაპარაკე" - უკრაინის პრეზიდენტმა მხოლოდ ერთი წინადადებით აღწერა თავისი საუბარი უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე, უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყებას.

ვოლოდიმირ ზელენსკი ორბანს გუშინ ესაუბრა ბუენოს-აირესში, სადაც არგენტინის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრნენ.

პირველ პირებს შორის ხანმოკლე დიალოგი შედგა. ცერემონიის ტრანსლაციის დროს, კადრებში ჩანდა, რომ ზელენსკი და ორბანი აქტიურად საუბრობდნენ, მაგრამ მათი ხმა არ ისმოდა. მოგვიანებით, ამ შეხვედრაზე განმარტება ერთი წინადადებით უკრაინის პრეზიდენტმა, ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში გააკეთა.

დღის ამბები