05 ივლისი 2024,   22:16
ვრცლად
უკრაინაში ომი გრძელდება - "შაჰედებით" უკრაინის რამდენიმე ოლქი დაიბომბა

უკრაინაში ომი გრძელდება. ხარკოვის ოლქში სარაკეტო თავდასხმის საფრთხის გამო, ღამით, საჰაერო განგაში გამოცხადდა. განგაში იყო ბელგოროდის ოლქშიც.

საჰაერო თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ოდესის ჩრდილო-დასავლეთიდან "შაჰედის" ტიპის დრონები გამოჩნდა. უპილოტო საფრენი აპარატები დაფიქსირდა ზატოკასა და კიროვო-გრადის მიმართულებითაც. დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები.

არტილერიითა და კამიკაძე დრონებით შეტევა განხორციელდა დნიპროპეტროვსკის ოლქში, ნიკოპოლის რეგიონზე.

რაც შეეხება ომში მყოფი ქვეყნის დახმარებას, საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინისთვის 900 მილიონ დოლარს გასცემს.

შვედეთი უკრაინას, ზამთრის ინფრასტრუქტურისთვის, 120 მილიონი ევროს დახმარების პაკეტს გაუგზავნის.

"მნიშვნელოვანია უკრაინას მკაფიო სიგნალი გავუგზავნოთ, რომ მას შეუძლია ჩვენი დახმარების იმედი ჰქონდეს, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა.

თეთრი სახლი კი, უკრაინისთვის, წლის ბოლომდე, დახმარების კიდევ ერთ პაკეტს გამოაცხადებს.

დღის ამბები